hero-image

A modern employer

თანამედროვე სამყაროში, მით უმეტეს პანდემიის შემდეგ, ადამიანებისთვის სულ უფრო მეტად პრიორიტეტული ხდება სამუშაო გარემო და დამსაქმებლის დამოკიდებულება მასთან, როგორც პიროვნებასთან და არა რიგით დასაქმებულთან.
 
ერა, რომელშიც დასაქმებული მხოლოდ ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობდა, წარსულს ჩაბარდა. დღესდღეობით, ადამიანებისთვის კონკრეტულ სამუშაოზე დარჩენის ერთადერთი მოტივატორი ანაზღაურება აღარ არის და ამ არჩევანზე სხვა არაერთი ფაქტორი მოქმედებს.
 
როგორც ირკვევა, ადამიანები უფრო მეტად მოტივირებულები არიან იქ, სადაც თავს ღირებულად გრძნობენ და აქვთ განცდა, რომ რაღაც ღირებულს ქმნიან, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. თანამედროვე პროფესიონალებს სჭირდებათ თავს აღიარებულად გრძნობდნენ, ჰქონდეთ ზრდის პერსპექტივა და დაფასებულობის განცდა. შესაბამისად, თანამედროვე სამყაროში, უპირატესობა ისეთი დამსაქმებლისკენ იხრება, ვინც თანამშრომლებს ამ ყველაფერს სთავაზობს, მიღმა ანაზღაურებისა.
 
დამსაქმებლები, რომლებიც გლობალურ ბაზარზე არიან ორიენტირებული, ამ ფაქტორებს უკვე ითვალისწინებენ და ნერგავენ კიდეც საკუთარ პრაქტიკაში. ამის კარგი მაგალითია ამერიკული კომპანია Lineate, სადაც თანამშრომლებისთვის წინსვლის გარანტირებული შესაძლებლობის მისაცემად ე.წ. Personal Review სისტემა მუშაობს.
 
"ამ პრაქტიკის ნაწილია რომ ყველა თანამშრომელი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით გადის განვითარების მიმოხილვას და წინაურდება შედეგებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ჩვენ დასაქმებულებს საინტერესო საქმეს ვთავაზობთ, რაც მოიცავს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მუშაობას, გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობის და მათგან სწავლის შესაძლებლობას, ღირებული პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, კონკურენტულ ანაზღაურებას,“ აცხადებენ კომპანიაში.
 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც თანამედროვე სამყაროში დასაქმებულები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, სამუშაოსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვაა. ეს საკითხი დასაქმებულებისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა პანდემიის პერიოდში და არც ახლა კარგავს აქტუალობას. 
 
შესაბამისად, დამსაქმებლების მხრიდან მოქნილი სამუშაო გრაფიკის უზრუნველყოფა დასაქმებულთა კმაყოფილების ერთ-ერთ წინაპირობად იქცა. Lineate-ში ამაზეც იფიქრეს და თანამშრომლებს კომფორტულ სამუშაო გარემოსთან ერთად, რაც სარეკრეაციო სივრცესაც მოიცავს, მოქნილ სამუშაო გრაფიკსაც სთავაზობენ.
 
"გარემო ძალიან მომწონს, რადგან დიდი ყურადღება ეთმობა თანამშრომლების განვითარებას და კეთილდღეობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუშაოს მრავალფეროვნება, მოქნილი გრაფიკი, საინტერესო პროექტები, მეგობრული გარემო. აქ ყველაფერია, რაც ჩემთვის ღირებულია,“ ამბობს ლევან წიკლაური, Lineate-ის პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი. 
 
რაც შეეხება პროფესიულ ზრდას, კომპანია თანამშრომლებს პროფესიული გადამზადების კურსებსაც უფინანსებს და არამხოლოდ.
 
"ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ თანამშრომლების კარიერულ წინსვლაზე, არამედ მათ პირად ცხოვრებაზეც. სწორედ ამიტომ, თითოეულ თანამშრომელს უნაზღაურდება ჯანმრთელობის დაზღვევა და სპორტული აქტივობა. გარდა ამისა, მუდმივად ვზრუნავთ მათთვის სხვადასხვა შიდა და გარე საზოგადოებრივი აქტივობების შეთავაზებაზე იქნება ეს ლანჩის სახით, ქალაქ გარეთ გასვლითი ტური, თუ შემეცნებითი და გასართობი თამაშები, night out-ის სახით," განმარტავენ Lineate-ში, რომელიც ამ დროისთვის, ქართულ ბაზარზე უკვე 100-მდე ადამიანს ასაქმებს და მომავალ წელს თანამშრომელთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.

Share:

Recent Posts